вторник, 5 ноября 2013 г.

1. პროექტის სახელწოდება: ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური მონაცემები და პირველადი ანალიზი.
2. პროექტის მტავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მონაცემების შესწავლა, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, თვალსაჩინოდ წარმოდგენა. მახასიათებლების გამოთვლა ცნობილი წესებით.
3. პროექტის აქტუალობა: აბიტურიენტთა ცოდნის შეფასება საგნების მიხედვით, სხვადასხვა ფაკულტეტებზე ჩარიცხულთა შეფასების შედარება.
4. პროექტის მიზნები: კავშირის დადგენა მატემატიკის გამოცდაზე გამომჟღავნებულ ცოდნასა და ზოგადი უნარების გამოცდაზე მიღებულ ქულებს შორის. რა მნიშვნელობა ენიჭება მათემატიკის სწავლებას საშუალო სკოლაში.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15წწ
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შესაბამისი დიაგრამების შერჩევის უნარის გამომუშავება, არჩევანის დასაბუთება, ერთი გრაფიკული ფორმიდან მეორეზე გადასვლა, ხელსაყრელი და არახელსაყრელი მხარეების გააზრება. შესაფერისი რიცხვითი მახასიათებლის შერჩევა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,კომპიუტერი.განათლების სამინისტროს მისამართი(www.mes.gov.ge)
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები გაეცნობიან განათლების ვებ–გვერდზე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს(გამოცდების შედეგებს) გაანალიზებენ რომელი საგანია უფრო აქტუალური ეროვნულ გამოცდაზე, შეადარებენ მათემატიკისა და სხვა საგნების გამოცდის ქულებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და აგებს შესაბამის ცხრილს/ჰისტოგრამას(მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებით) არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მანანა მჭედლიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:manana.mchedlishvili7@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mananamchedlishvili23.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий