გეგმა

სასწავლო გეგმის ნიმუში

გაკვეთილის თემა
მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები
სწავლების საფეხური
IX
მოსწავლეთა რაოდენობა
23
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მონაცემთა წარმოდგენის საშუალებების გაფართოება–ჰისტოგრამისა და პოლიგონის აგების ათვისება, შეგროვებული მონაცემების დამუშავების შემდგომ მისი კვლევისა და გამოყენების უნარის განვითარება, სხვდასხვა ტიპის მონაცემების შემთხვევაში ხელსაყრელი სახის დიაგრამის შერჩევის უნარის განვითარება.
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
 თანმიმდევრობა
კლასი დაყოფილია  სამ ჯგუფად. გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეებს შევახსენებ მონაცემთა მოპოვებისა და დაჯგუფების სხვადასხვა ხერხს კითხვა–პასუხის რეჟიმში.თითოეულ ჯგუფს მიცემული ქონდა დავალება.(  Iჯგუფის–უნდა მოეპოვებინათ მონაცემები კლასში საყვარელი საგნების შესახებ,  IIჯგუფი– მონაცემები საყვარელი სპორტის სესახებ,  III ჯგუფი – საყვარელი მწერლის შესახებ და გაეკეათებინათ სიხშირეთა ცხრილი). 5წთ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით თითოეულ ჯგუფს კლასში მიეცემა დავალება,რომ ააგონ სვეტოვანი და წრიული დიაგრამები. ისტ–ის გამოყენებით. 10წთ. დავალების შემოწმების შემდეგ კლასს ავუხსნი თუ როგორ აიგება სიხშირეთა ჰისტოგრამა და პოლიგონი.თუ როგორ გაიგეს მიწოდებული მასალა ამის გასაგებად მივცემ სემდეგი სახის დავალებას. ცხრილში წარმოდგენილი იქნება მონაცემები და ამ მომაცემების მიხედვით ააგებენ სიხშირეთა ჰისტოგრამას და პოლიგონს.20წთ. პრეზენტაცია 5წთ.
 შეფასება
ვაფასებ თითოეულ ჯგუფს მათ მიერ შესრულებული საშინაო დავალებით, საკლასო დავალებით. შეფასება იქნება განმსაზღვრელი
საკლასო     მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
ჯგუფური მუშაობა. ისტ–ის გამოყენება.აგრეთვე გამოვიყენებთ სახელმძღვანელოს, თაბახის ფურცლებს და მარკერებს.


Комментариев нет:

Отправить комментарий